“განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების ინიციატივა თუშეთის სოფ. ბოჭორნაში-
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა პროექტი - “განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების ინიციატივა თუშეთის სოფ. ბოჭორნაში-მზის ელექტრო სადგურის მოწყობა". სამიზნე არეალში ელექტროენერგიის მიწოდება საერთოდ არ ხდებოდა.
პროექტი განხორციელდა ააიპ კახეთის მიერ კონტრაქტორ აირონ + თან ერთად.
ელექტროსადგური 15 კილოვატიანია, რაც სოფელში და საერთოდ თუშეთში ბევრი პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლევა.
მზის ინოვაციური ელეტროსადგურის მეშვეობით ელექტროენერგიას ბოჭორნის 30 ოჯახი იღებს, ასევე, ელექტროენერგია ხელმისაწვდომია სეზონზე 1500-მდე ტურისტისთვის.
პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციები: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი (GEF SGP) პროგრამა.
UNDP Georgia Global Environment Facility ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია აირონ+ Kakheti
