კლიმატის მწვანე ფონდი

ფოტო
ფოტო

2023 წლის 26 ოქტომბერს GCF-ის აღმასრულებელი დირექტორი მაფალდა დუარტი, კლიმატის მწვანე ფონდის 70 წარმომადგენელი, UNDP ის წარმომადგენლები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ ახმეტას.

🔰საერთაშორისო დელეგაციამ დაათვალიერა პროექტის „ბუნებრივი კატასტროფებზე რისკების შემცირება“ , მდინარე ხოდაშნის ხევზე წყალდიდობისგან დამცავი 2,5 კმ სიგრძის გაბიონი , რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის ფართომასშტაბიანი კლიმატური ინიციატივის ფარგლებში აშენდა.

🔰პროგრამაში ჩართულმა პირებმა ასევე იმსჯელეს GCF-ის მიერ დაფინანსებულ ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც უკავშირდება საქართველოში ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოსალოდნელი სტიქიური პროცესებისგან მოსახლეობის უკეთ დაცვისთვის“,

🔰განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის ა(ა)იპ კახეთის მიერ განხორციელებული კომპონენტი , აქტივობა პროექტის „შექმენი უსაფრთხო თემის“ ფარგლებში „ბუნებრივ კატასტროფებზე მზაობისა/რეაგირების მართვის ჯგუფის ფორმირება სათემო დონეზე“, და ჯგუფის წევრების მიერ მზაობის/რეაგირების გეგმის შემუშავება.