განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების ინიციატივა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში.
არასამთვრობო ორგანიზაცია „კახეთი“ ახმეტის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს - განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების ინიციატივა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში.
პროექტი ითვალისწინებს სოფელ კასრისწყლის საბავშვო ბაღში მზის ენერგიის გამოყენებით ელექტროენერგიის მიღებას და ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილებასა და განახლებადი ენერგიის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე საბავშვო ბაღში უკვე დამონტაჟდა მზის ელექტროსადგური 3-კილოვატიანი ფოტოვოლტური პანელებით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის -საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში - ფარგლებში, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან - KRDF, ACU, YPU და RLS-ADA - ერთად ახორციელებს.
